უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს [ვიდეო]
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს [ვიდეო]

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის ოპერატიული სარდლობა და ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებენ.

პროკუდინის თქმით, საშიში რაიონებიდან დაწყებულია ადგილობრივი მოსახლების ევაკუაცია.

„ამჟამად ზუსტდება ნგრევის მასშტაბი, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო რაიონები. ყველა სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი“, – ნათქვამია სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.