დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს პასუხობს – რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას სრულიად არარაციონალურს უწოდებს.
„ეს მაგონებს ნარკომანიას, როცა ადამიანი ამბობს, „ბოლოჯერ“. რომელიც ვერ აცნობიერებს დამანგრეველ შედეგს ვერც ერთი „ბოლო მცდელობის დროს“. რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს“, – წერს კულება მიკრობლოგ „ტვიტერში“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიის მთავრობამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის ამუშავება შეაჩერა. ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის აზრით კი, მილსადენი სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს, რათა მოსახლეობა ზამთარში არ გაიყინოს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავხსნათ, რათა შევავსოთ ზამთრისთვის მარაგი“, – განაცხადა კუბინკოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
Calls by some German politicians to launch NS2 for a little while and close it later are totally irrational. This resembles drug addiction, when a person says “Just one last time!” without realizing the devastating consequences of each “last time”. Addiction to Russian gas kills!
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) August 19, 2022