დმიტრო კულება – გერმანიიდან იმედგამაცრუებელი სიგნალებია
იარაღთან დაკავშირებით გერმანიიდან სიგნალები იმედგამაცრუებელია, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„სიგნალები გერმანიიდან იმედგამაცრუებელია, მაშინ, როცა უკრაინას ახლა ესაჭიროება „ლეოპარდები“ და „მარდერები“, რათა გაათავისუფლოს ხალხი და დაიცვას ისინი გენოციდისგან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება, მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და გამართლებები. რისი ეშინია ბერლინს, კიევს კი არა?“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის თავდაცვის მინიტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე უარი განაცხადა.
Disappointing signals from Germany while Ukraine needs Leopards and Marders now — to liberate people and save them from genocide. Not a single rational argument on why these weapons can not be supplied, only abstract fears and excuses. What is Berlin afraid of that Kyiv is not?
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) September 13, 2022