დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ბლოკირება
დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ბლოკირება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა გერმანიას, შეწყვიტოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ბლოკირება. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

„მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, არ გაიმეოროს მერკელის მიერ 2008 წელს დაშვებული შეცდომები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უკვე არის ნატო-ს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ნაადრევად შესვლას ალიანსში.

მანამდე მედიაში გავრცელებულ დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ გერმანია ვილნიუსის სამიტზე არ დათანხმდება უკრაინის ნატო-ში ნაადრევად გაწევრიანებას.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისა და საქართველოს ალიანსის წევრობას და სამოქმედო გეგმის მინიჭებას.