დმიტრო კულება - ევროპის ქვეყნებიდან სხვა სახელმწიფოებში, უკრაინის გარდა, საბრძოლო მასალის ექსპორტი აიკრძალოს, ევროპაში წარმოებული ყველა ტყვია უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას
დმიტრო კულება - ევროპის ქვეყნებიდან სხვა სახელმწიფოებში, უკრაინის გარდა, საბრძოლო მასალის ექსპორტი აიკრძალოს, ევროპაში წარმოებული ყველა ტყვია უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას

ევროპის ქვეყნებიდან სხვა სახელმწიფოებში, უკრაინის გარდა, საბრძოლო მასალის ექსპორტი უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპიდან საბრძოლო მასალის ექსპორტის მიზნით გაფორმებული ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ეს საბრძოლო მასალა უკრაინაში უნდა გააგზავნონ. ევროპაში წარმოებული ყველა ტყვია უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას“, – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს განიცდის და ამის შესახებ კიევის ევროპელი მოკავშირეები ინფორმირებულები არიან.

ამასთან, კულებას განცხადებით, ევროპამ ძალიან გვიან დაიწყო სამხედრო პოტენციალის გაძლიერება და ახლა ამის საფასურს უკრაინა იხდის.