დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აკრძალოს
დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აკრძალოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, აკრძალოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა, რადგან, მისივე განმარტებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გენოციდურ, აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

კულებას თქმით, ნახევარი ზომების დრო წავიდა და მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა.

„რუსი ტურისტებისთვის და სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი ევროპის ცენტრში რუსეთის გენოციდურ, აგრესიულ ომზე, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ინიციატივით გამოდის, შეიქმნას სპეციალური პროგრამა, რომელიც აღრიცხავს იმ რუს სამხედროებს, რომლებსაც უკრაინაში ომი არ სურთ.

„გადაირჩინეთ თავები და წადით. დაყარეთ იარაღი, ჩაბარდით უკრაინულ ძალებს და მიიღეთ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა“, – განაცხდა კულებამ.