დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა
დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

„პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია ამას რომ მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება.

დასავლეთს რუსებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებისკენ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს მოუწოდა. მომდევნო დღეს, რუსებისთვის ყველა ტიპის ვიზის გაცემის შეჩერებას მხარი დაუჭირეს ესტონეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებმა.