დმიტრო კულება - ეს არის არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინის აღმოსავლეთით, არამედ ფართომასშტაბური თავდასხმა მრავალი მიმართულებიდან
დმიტრო კულება - ეს არის არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინის აღმოსავლეთით, არამედ ფართომასშტაბური თავდასხმა მრავალი მიმართულებიდან

ეს არის არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინის აღმოსავლეთით, არამედ ფართომასშტაბური თავდასხმა მრავალი მიმართულებიდან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისივე თქმით, უკრაინა საკუთარი თავის დაცვას განაგრძობს.

„არა, ეს არ არის რუსეთის ინტერვენცია მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთით, არამედ ეს არის ფართომასშტაბიანი თავდასხმა მრავალი მიმართულებიდან. არა, უკრაინის თავდაცვა არ ჩამოშლილა. უკრაინის არმიამ მიიღო ბრძოლა. უკრაინა ორივე ფეხით მიწაზე დგას და განაგრძობს საკუთარი თავის დაცვას“, – წერს კულება.