დმიტრო კულება - ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინული საკვების ექსპორტის მომხმარებლებამდე მიღწევა აფრიკასა და აზიაში
დმიტრო კულება - ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინული საკვების ექსპორტის მომხმარებლებამდე მიღწევა აფრიკასა და აზიაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბერლინში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.

როგორც კულება სოციალურ ქსელში წერს, შეერთებული შტატების მადლობელია ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის.

„ბერლინში შევხვდი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. უკრაინაში იგზავნება მეტი იარაღი და სხვა მხარდაჭერა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვიმუშავებთ ერთად, რათა უზრუნველვყოთ უკრაინული საკვების ექსპორტის მომხმარებლებამდე მიღწევა აფრიკასა და აზიაში. მადლობელი ვარ სახელმწიფო მდივან ბლინკენის და შეერთებული შტატების, ლიდერობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერში“.