დმიტრო კულება - „დიდი შვიდეულის“ სამიტმა უნდა უპასუხოს რუსეთს მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის გადაცემით, რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს
დმიტრო კულება - „დიდი შვიდეულის“ სამიტმა უნდა უპასუხოს რუსეთს მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის გადაცემით, რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსების მიერ კიევის დაბომბვას მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის გადაცემით უპასუხოს.

აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.

„7 წლის უკრაინელ გოგონას მშვიდად ეძინა კიევში, ვიდრე რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ მისი სახლი არ ააფეთქა. უკრაინა კიდევ უფრო მეტი დარტყმების ქვეშაა. G7-ის სამიტმა უნდა უპასუხოს რუსეთს მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღით. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს“, – წერს კულება.