დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, რუსეთს დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ცეცხლის შეწყვეტა, რათა სარემონტო დანაყოფებს ჩერნობილის ელექტროსადგურზე  მუშაობის საშუალება მიეცეთ
დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, რუსეთს დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ცეცხლის შეწყვეტა, რათა სარემონტო დანაყოფებს ჩერნობილის ელექტროსადგურზე  მუშაობის საშუალება მიეცეთ

დაზიანებულია ერთადერთი ელექტრო ქსელი, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურსა და მის ყველა ატომურ ობიექტს ამარაგებს. ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურს ელექტრომომარაგება არ მიეწოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა.

კულება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო დანაყოფებს საშუალება მისცეს, აღადგინონ სარეზერვო დიზელ-გენერატორების ენერგომომარაგება, რომელთაც 48-საათიანი სიმძლავრე გააჩნიათ ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის კვებისთვის. ამის შემდეგ გაჩერდება გამომუშავებული ბირთვული საწვავის გაგრილების სისტემების საცავი, რაც რადიაციის გაჟონვას გარდაუვალს გახდის. პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას საფრთხეში აყენებს. ის დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ“,- წერს კულება.