დმიტრო კულება - ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ სასწორზე ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, უკრაინის მომავალი, ამიტომ არ ველოდები მხარდაჭერის შემცირებას
დმიტრო კულება - ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ სასწორზე ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, უკრაინის მომავალი, ამიტომ არ ველოდები მხარდაჭერის შემცირებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევი პარტნიორებისგან დახმარების შემცირებას არ ელოდება. აღნიშნული განცხადება კულებამ უკრაინაში ჰოლანდიელ კოლეგასთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ სასწორზე ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, უკრაინის მომავალი, ამიტომ მე არ ველოდები მომავალში ყურადღების ან მხარდაჭერის შენელებას ან შემცირებას”, – აღნიშნავს კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინას ვერავინ მიიყვანს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე თვითონ არ გადაწყვეტენ, რომ ეს არის წინსვლის გზა.