დმიტრო კულება - ჩვენ გვჭირდება უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, საკითხზე არსებითად ვმუშაობთ
დმიტრო კულება - ჩვენ გვჭირდება უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, საკითხზე არსებითად ვმუშაობთ

უკრაინაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები არ იქნება და აშშ-ის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსს „პატრიოტის“ გადაცემა არ მოხდება.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენ არ გვჭირდება ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ჩვენ გვჭირდება უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და ეს ტექნოლოგია შესაძლოა, სულაც არ იყოს შეერთებული შტატებიდან. არის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც მას ფლობენ და ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მასზე წვდომის მისაღებად. საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა არის ის ძირითადი ხვრელები, რომლებიც უნდა შეივსოს და ამ საკითხზე ჩვენ არსებითად ვმუშაობთ“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინელი მინისტრის თქმით, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ ფსიქოლოგიური შემაკავებელია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მათ რუსული ტანკების ფიზიკური სახით შეკავებაც შეუძლიათ.