დმიტრო კულება – ჩვენ გვჭირდება, რომ ბრძოლაში დაგვეხმაროთ, მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი, დაუწესეთ რუსეთს მეტი სანქცია და მოაქციეთ სრულ იზოლაციაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უფრო ფართომასშტაბიანი ომის ასარიდებლად უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.
„მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ ეშინია, რომ „მესამე მსოფლიო ომში იქნება ჩათრეული“, უკრაინა წარმატებით იბრძვის. ჩვენ გვჭირდება, ბრძოლაში დაგვეხმაროთ. მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი. დაუწესეთ რუსეთს მეტი სანქცია და მოაქციეთ სრულ იზოლაციაში. დაეხმარეთ უკრაინას, განაცდევინოს პუტინს მარცხი და თავიდან აიცილებთ უფრო ფართომასშტაბიან ომს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
To those abroad scared of being ‘dragged into WWIII’. Ukraine fights back successfully. We need you to help us fight. Provide us with all necessary weapons. Apply more sanctions on Russia and isolate it fully. Help Ukraine force Putin into failure and you will avert a larger war.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 14, 2022