დმიტრო კულება - ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს
დმიტრო კულება - ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს

ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.

„საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და გაიმარჯვებს ახლაც. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი, გაწყვიტეთ ყველა კავშირი, ამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“,- წერს დმიტრო კულება​ „ტვიტერზე“.