დმიტრო კულება - „ასოცირებული ტრიოს“ შექმნის ერთ-ერთი მიზეზია ვითარების შეცვლა, უნდა განვსაზღვროთ საკუთარი დღის წესრიგი, ვიყოთ უფრო პროაქტიულები
დმიტრო კულება - „ასოცირებული ტრიოს“ შექმნის ერთ-ერთი მიზეზია ვითარების შეცვლა, უნდა განვსაზღვროთ საკუთარი დღის წესრიგი, ვიყოთ უფრო პროაქტიულები

„ასოცირებული ტრიოს“ დაარსების ერთ-ერთი მიზეზი არის ვითარების შეცვლა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საკუთარი დღის წესრიგი, უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კი არ შესთავაზა ფორმატი ურთიერთობისთვის, არამედ სწორედ აღმოსავლეთ მეზობლები საკუთარი ფორმატით მივიდნენ მათთან.

„ეს აბსოლუტურად ცვლის როლებს, ჩვენ ვართ პროაქტიულები, ჩვენ მოვდივართ იდეებით, ჩვენ ვთავაზობთ და ევროკავშირი განიხილავს, ეს არის სწორედ ის მენტალობა, რომელიც მინდა, დავინახო ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ სარგებელს კი ვნახულობთ იქიდან, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, მაგრამ თანაბარი პარტნიორები ვართ. ჩვენს საკუთარ წინადადებებს ვაყენებთ, ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მომგებიანია ორივესთვის, ჩვენი ქვეყნებისთვისაც და ევროკავშირისთვისაც“, – აცხადებს დმიტრო კულება.