დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ამიტომ უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიების განხილვაა საჭირო

17:39, 14.12.2025

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ამიტომ უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიების განხილვაა საჭირო.

კულებამ ვიდეომიმართვაში დაასახელა უსაფრთხოების სამი გარანტია: პირველი გარანტია – სისტემური და მასშტაბური იარაღის მიწოდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან.

„ზოგადი სიტყვების მაგივრად, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ამერიკა და ევროპა მხარს დაუჭერენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ეს ძალიან კონკრეტული უნდა იყოს“,- აღნიშნა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეორე გარანტია – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. დმიტრო კულებას აზრით, უკრაინის დაპყრობის საფრთხის აღმოსაფხვრელად ორი გზა არსებობს: რუსეთის გაქრობა ან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რათა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიეროს, რომ უკრაინა ბუფერული ზონა კი არა, ევროპის ნაწილია.

კულებას თქმით, მესამე გარანტიაა უკრაინის აღდგენა და მისი ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლებში.

მსგავსი