დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ნახევარი დაზიანებულია

12:04, 02.05.2024

რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ნახევარი დაზიანებულია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენი ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია და ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ქვეყნის მართვა, საომარი მოქმედებები და მხარდაჭერის მოპოვება მთელი მსოფლიოსგან“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ბოლო დროს რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ იყენებს, რეალური პრობლემაა.

კულებას თქმით, თუ რომელიმე სხვა ქვეყანა განიცდიდა ენერგოსისტემის ასეთი მასშტაბის დაზიანებას, „ის უკრაინაზე ბევრად უარესად იქნებოდა“, უკრაინა კი „დგას“, რადგან უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა.

მსგავსი