დმანისში წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება
დმანისში წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება

დმანინის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი რამდენიმე თვეში 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა სოფელ მთისძირში წყლის სათავე ნაგებობის, შემკრები რეზერვუარისა და მაგისტრალის ხაზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის რვა სოფელს – ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი და ჯავახი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

სამუშაოების ღირებულება 1 068 169 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელების მიზნით სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ოქტომბერში შევა.