დმანისში მკვლელობა მოხდა
დმანისში მკვლელობა მოხდა

დმანისში, სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი