დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში მსხვილფეხა საქონლის ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა 

17:48, 17.09.2026

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად ორ სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს.

„მეპატრონეების ინფორმაციით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები: დაავადების კერაში გამოცხადდება კარანტინი; ჩატარდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ⁠ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა; დაწესდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ქვემო ქართლის დეპარტამენტის სპეციალისტები ჩაატარებენ“, – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი