ჟურნალისტი პირს მორგანი პრემიერ კირ სტრამერს გადადგომისკენ მოუწოდებს, ბრიტანეთის მთავრობაში კი ფიქრობენ, რომ პრემიერმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს
ჟურნალისტი პირს მორგანი პრემიერ კირ სტრამერს გადადგომისკენ მოუწოდებს, ბრიტანეთის მთავრობაში კი ფიქრობენ, რომ პრემიერმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს

ჟურნალისტი პირს მორგანი პრემიერ კირ სტრამერს გადადგომისკენ მოუწოდებს, ბრიტანეთის მთავრობაში კი ფიქრობენ, რომ პრემიერმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს. გავლენიანმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდა. როგორც მორგანი სოციალურ ქსელში წერს, ბრიტანეთის პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა მიიღოს.

კირ, კარგი კაცი ხარ, წესიერი, „არსენალის“ გულშემატკივარი, რაც ყოველთვის კარგი გამოცდაა კაცისთვის. როცა Life Stories-ში მონაწილეობდი, ბრიტანეთის პოლიტიკის მწვერვალამდე თქვენი შესანიშნავი მოგზაურობა ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდა, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადექი“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელ X-ზე.

ამასთან, ამავე საკითხს გამოეხმაურა განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ჯეკ სმიტი. მან პრემიერს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ სტარმერის გადადგომა შეცდომა იქნება.

მისივე თქმით, სტარმერის ადმინისტრაციის უფროსის, მორგან მასკვინის გადადგომა კარგია იდეაა, მაგრამ „პრემიერი მას არ უნდა“ გაჰყვეს და პარლამენტის წევრები და მთავრობა ახლა პრემიერს არ უნდა დაუპირისპირდნენ.

„წინა მთავრობების ერთ-ერთი შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაც ლეიბორისტული მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, შიდა დავებზე ფოკუსირებაა. ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნებოდა და იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ამ გზას არ გაჰყვებიან“, – განაცხადა ჯეკი სმიტმა და კოლეგებს ინტრიგების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა, მორგან მასკვინიმ და კირ სტარმერის კომუნიკაციების დირექტორმა, ტიმ ალანმა თანამდებობები დატოვეს. მორგან მასკვინიმ პასუხისმგებლობა აიღო კირ სტარმერისთვის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის მქონე პიტერ მანდელსონის აშშ-ის ელჩად დანიშვნის შეთავაზებაზე. გამოცემა „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, მომხდარის გამო სტარმერი მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. გავრცელებული ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლეიბორისტული პარტიის წევრების დაპირისპირების საფრთხის წინაშეა და პოლიტიკური კარიერის გადარჩენისთვის იბრძვის. გამოცემის ინფორმაციით, აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ელჩის დანიშვნის დროს ეპშტეინთან კავშირის შესახებ იცოდა. კავშირი მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ფინანსისტი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის გაასამართლეს.