ჟურნალისტი ნინო კაკულია ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისიას ტოვებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას მიმართა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით ლანძღავდა, ქარტია თვლის, რომ განმარტებას ვერ გააკეთებს
ჟურნალისტი ნინო კაკულია ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისიას ტოვებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას მიმართა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით ლანძღავდა, ქარტია თვლის, რომ განმარტებას ვერ გააკეთებს

ჟურნალისტი ნინო კაკულია ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის სარევიზიო კომისიას ტოვებს.

ამის შესახებ ნინო კაკულია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ამჟამად მიმდინარეობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება.

„მე, როგორც ამ ქარტიის სარევიზიო კომისიის წევრმა მინდა დავწერო განცხადება პოსტიდან წამოსვლაზე, რადგან სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და მეორე წევრმა არ გაიზიარეს ჩემი რეკომენდაციები.

ჩემი რეკომენდაციები გახლდათ შემდეგი: 1) სარევიზიო კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობებში მომავალში უნდა შედიოდეს ქარტიის საბჭოს მიერ განხილული საქმიანობის რევიზიაც, ანუ სარევიზიო კომისიას უნდა ქონდეს საბჭოს საქმიანობის (საქმეების განხილვის) ანალიზის, შეფასებებისა და დასკვნების გაკეთების ფუნქციაც. ამ ახალი ვალდებულების საჭიროება იკვეთება სწორედ რომ ქარტიის საბჭოს მოქმედების პოლიტიკიდან. ვეყრდნობი რა საზოგადოებრივი აზრის გამოვლინებებს, როგორც ქარტიის წევრს არასაკმარისად მიმაჩნია ქარტიის საბჭოს გამოხმაურებები ქართულ მედია-გარემოში განვითარებულ პროცესებსა და კერძოდ, ეგრეთ წოდებული პარტიული ტელევიზიების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ, ცილისმწამებლურ და უკიდურესად შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. მაშინ, როდესაც უცხოელი დამკვირვებლები თუ ექსპერტებიც კი მიუთითებენ ამ ქვეყანაში პარტიული ტელევიზიების არაეთიკურ საქმიანობაზე, მიმაჩნია, რომ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია არ უნდა წაუყრუებდეს ქვეყანაში ამ უსერიოზულეს პრობლემას. როდესაც ქარტია საუბრობს მედიაში თვითრეგულირების შეზღუდვის პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებულ შიშებზე, პარალელურად მას აქვს ვალდებულება – საჯარო განცხადებებით დაგმოს მავნე ტენდენციების გამოვლინებანი მედიაში. სწორედ ამ ფუნქციების, ქარტიაში შემოსული საქმეების განხილვის შედეგების ანალიზისა და შეფასებების პოლიტიკური (წმინდა გაგებით) უფლება უნდა მიეცეს სარევიზიო კომისიას. ამ უფლების მინიჭებით (ამ კუთხით კონტროლის შემთხვევაში) ქარტიის მოქმედების პრინციპები უფრო დაბალანსებული იქნება და გამორიცხავს, რიგ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს კომისიის წევრთა სუბიექტივიზმს (საქმეების განხილვისას, მედია-გარემოში არსებულ პრობლემებზე განცხადების გაკეთებისას და ა.შ.).

2) ქარტიის სხვა წევრთა შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინების რევიზიასაც უნდა ახდენდეს სარევიზიო კომისია, რადგან ქარტიის წევრთა შორის ბევრი ღირსეული წინადადება თუ შენიშვნა გამოითქმის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება საზოგადოებრივ აზრს – გავრცელებულს ქარტიის საქმიანობაზე/შეფასებებზე. (მაქვს ინფორმაცია, რომ ქარტიის რამდენიმე წევრმა იმ მიზეზით დატოვა ქარტია, რომ მათ განცხადებებსა თუ შენიშვნებს ყურად არ იღებდა ქარტიის ხელმძღვანელობა და მისი ქარტიაში წევრობის აზრი ვერ დაინახა.) როდესაც ამირჩიეს ამ პოზიციაზე და ფეისბუქში დავწერე ამის შესახებ, მეგობრებმა ნინო ჯღარკავამ, ნატა ასათიანმა, გია აბაშიძემ და სხვა ადამიანებმა გამომიცხადეს ნდობა და გამოთქვეს იმედი, რომ ქარტიაში რაღაც შეიცვლებოდა. დღეს ვისმენ განმარტებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქარტიას მიმართა ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც ის პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით ლანძღავდა. ქარტია თვლის, რომ ფესიბუქპოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს. და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება და იმედია გამიგებთ, მეგობრებო“, – წერს ნინო კაკულია.

დატოვე კომენტარი