ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა
ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა

37 წლის ასაკში ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჟურნალისტის მეგობრები ავრცელებენ.

კობა ალხაზაშვილი სწრაფად პროგრესირებად ავთვისებიან სიმსივნეს ნახევარი წელია, ებრძოდა. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, რაც შემდგომ თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში უკვე მეორედ გაემგზავრა. ბოლო დღეების განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ალხაზაშვილი სტამბოლის კლინიკაში გარდაიცვალა.

საქართველოს პირველი არხი უსამძიმრებს ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.