ჟურნალისტი 10 წელი აშანტაჟებდა „რეალს“ პერესის აუდიოჩანაწერებით #1TVSPORT
მადრიდის „რეალში“ 2011 წლიდან იცოდნენ კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის იმ აუდიოჩანაწერების შესახებ, რომელიც ამ კვირას სამ ნაწილად გამოაქვეყნა გამოცემა El Confidencial-მა. შეგახსენებთ, რომ პერესმა მეტად უსიამოვნო სიტყვებით მოიხსენია მისი კლუბის ყოფილი ფეხბურთელები (იკერ კასილიასი, რაული და კრიშტიანო რონალდო), აგრეთვე მწვრთნელები – ჟოზე მოურინიო და ვისენტე დელ ბოსკე.
როგორც რადიო Onda Cero იტყობინება, 2011 წელს ჟურნალისტი შეხვდა მადრიდელთა წარმომადგენლებს და 10 მილიონი ევრო მოითხოვა აუდიოფირის განადგურების სანაცვლოდ, რაზეც „რეალში“ უარი უთხრეს.