ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს 
ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხურვალეთში შესვლის უფლება ქართველმა სამართალდამცველებმა მისცეს.

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, ჟურნალისტებსა და სხვა მოქალაქეებს საგუშაგოდან გზის გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გადაადგილების უფლებას მათ ქართველი სამართალდამცველები არ აძლევდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებები, რომ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.