ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ჯანმრთელობის გაუარესება პოსტკოვიდურ პერიოდს უკავშირდება.

სამკურნალოდ მას საზღვარგარეთ გამოკვლევები და ოპერაცია სჭირდება.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გაჩნდა გაურკვეველი ეტიოლოგიის კეროვანი წარმონაქმნი ფილტვში, რაც უცხოეთში მკურნალობას საჭიროებს. კობა ალხაზაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის თანამშრომელია, მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში ჟურნალისტად.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე – „საქართველოს ბანკი“ – GE47BG0000000148263300. მიმღები იაკობ ალხაზაშვილი. „თიბისი ბანკი“ – GE18TB7022745061100103. მიმღები გვანცა ციმინტია.

დატოვე კომენტარი