ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული საფრანგეთში დააკავეს

20:21, 07.12.2021

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული საუდის არაბეთის მოქალაქე საფრანგეთში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.  ბრალდებული, დღეს, შარლ-დე-გოლის აეროპორტში დააკავეს.

ხალედ აედ ალ-ოთაიბი 26 საუდელიდან ერთ-ერთია, რომელთაც თურქეთის რესპუბლიკა მკვლელობის გამო ეძებს.

ოფიციალური რიადის კრიტიკოსი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

მსგავსი