ჟურნალისტ დაფნე კარუანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მალტის მთავრობა საგამოძიებო კომისიას ქმნის
ჟურნალისტ დაფნე კარუანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მალტის მთავრობა საგამოძიებო კომისიას ქმნის

ჟურნალისტ დაფნე კარუანის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ, მალტის მთავრობამ მკვლელობის საქმეზე „ღია გამოძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯოზეფ მუსკატმა სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელმაც ცხრა თვის ვადაში უნდა დადოს დასკვნა, შეიძლებოდა თუ არა ჟურნალისტის დაცვა.

მოკლული ჟურნალისტის ოჯახი კი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და არა მხოლოდ შემსრულებლების არამედ იმ პირთა დასჯასაც ითხოვს, ვინც ჟურნალისტის მოკვლა დაგეგმა.

ოჯახის წევრები მთავრობის ამ ინიციატივას არ ენდობიან და თვლიან, რომ ამით ხელისუფლება რეპუტაციის აღდგენას ცდილობს.

მალტელი ჟურნალისტი დაფნე კარუანი, რომელიც პანამის დოკუმენტებს იძიებდა და მალტის ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებდა, 2017 წელს საკუთარ სახლთან მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.