ჟურნალი Vanity Fair-ი – მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებას გადაიღებს

16:58, 01.02.2018

ოსკაროსანი რეჟისორი მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებას გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი Vanity Fair-ი ავრცელებს.

სურათის სახელწოდება The Passion of the Christ: Resurrection (ქრისტეს ვნებანი: აღდგომა) იქნება. ახალ ფილმში იესოს როლს ისევ მსახიობი ჯიმ კევიზელი შეასრულებს.

„ქრისტეს ვნებანის” პირველი ნაწილი მელ გიბსონმა 2004 წელს გადაიღო. ფილმში ასახულია იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი 12 საათი.

მსგავსი