ჟულიან ასანჟი ეკვადორის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებს
ჟულიან ასანჟი ეკვადორის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებს

ჟულიან ასანჟი ეკვადორის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებს. Wikileaks-ის დამაარსებელი ეკვადორს „მისი ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების“ შეზღუდვაში ადანაშაულებს.

ცოტა ხნის წინ, ლონდონში არსებული ეკვადორის საელჩოს ხელმძღვანელობამ ჟულიან ასანჟს ქცევისა და ურთიერთობის რეგლამენტი დაუწესა, რომელიც საელჩოს ტერიტორიაზე ვიზიტების, გარე სამყაროსთან ურთიერთობისა და სამედიცინო მომსახურების განრიგის რეგულირებას ითვალისწინებს. ახალი წესები ძალაში 13 ოქტომბერს შევიდა.

ასანჟის საელჩოში ქცევის ახალ რეგლამენტში მისი შინაური ცხოველის მოვლის ვალდებულებაც არის აღნიშნული. წესებში წერია, რომ თუ ჟულიან ასანჟი საკუთარ კატას არ მოუვლის, მას შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ.

ჟულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს ახალი რეგლამენტით გარე სამყაროსთან ურთიერთობის შეზღუდვაში ადანაშაულებს. ამასთან, ინტერნეტპორტალის დამაარსებელი აცხადებს, რომ ეკვადორის ხელისუფლება პოლიტიკური თავშესაფრის გაუქმებითაც ემუქრება.

ჟულიან ასანჟი ლონდონში არსებულ ეკვადორის საელჩოში 2012 წლის შემდეგ იმყოფება. შვედეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.