ჟოზეფ ბორელმა ავღანეთში მომხდარი მოვლენები კატასტროფად შეაფასა
ჟოზეფ ბორელმა ავღანეთში მომხდარი მოვლენები კატასტროფად შეაფასა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ავღანეთში მომხდარი მოვლენები კატასტროფად შეაფასა და განაცხადა, რომ „თალიბანის“ სწრაფი მოქმედებები სადაზვერვო სამსახურებმა წინასწარ ვერ განსაზღვრეს.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 100 თანამშრომელი და 400 ავღანელი ოჯახებთან ერთად, რომლებიც ევროპულ გაერთიანებასთან მუშაობდნენ ევაკუირებულია და კიდევ 300 ავღანელი ცდილობს დატოვოს ქვეყანა.

მან ხაზი გაუსვა ევროპის „მორალურ ვალდებულებას“ გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ავღანელი, რომლებიც ავღანეთში ევროკავშირისთვის მუშაობდნენ, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ყველა მათგანის გაყვანა ვერ მოხერხდა.

„ნება მომეცით გითხრათ, რომ ეს არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფა ავღანელი ხალხისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის, ავტორიტეტისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის“.

თავის გამოსვლაში ბორელმა აღნიშნა, რომ ავღანელი მიგრანტების ახალმა ტალღამ შეიძლება მიაღწიოს ევროპას და გაიმეოროს 2015 წლის მიგრაციული კრიზისი.