ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაშია
ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაშია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ევროპელი დიპლომატი სოციალირ ქსელ „ტვიტერში” წერს.

ბორელის თვითიზოლაციის საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ეთიოპიიდან დაბრუნების შემდეგ მისი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მაცნობეს, რომ შუადღეს დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ჩემთან და იანეზ ლენარჩიჩთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაბრუნების შემდეგ კვირას ჩატარებულმა ტესტმა მე ნეგატიური შედეგი მომცა. წესების შესაბამისად გადავდივარ თვითიზოლაციაში და დაველოდები მეორე ტესტის ჩატარებას”, – წერს ბორელი „ტვიტერში”.

დატოვე კომენტარი