ჟოზეფ ბორელი - რუსეთთან პოლიტიკური კონფრონტაცია რთული და ხანგრძლივი იქნება
ჟოზეფ ბორელი - რუსეთთან პოლიტიკური კონფრონტაცია რთული და ხანგრძლივი იქნება

რუსეთთან პოლიტიკური კონფრონტაცია რთული და ხანგრძლივი იქნება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთის აგრესიული ქცევაზე იმსჯელეს და საპასუხო ზომები განიხილეს.

მისი თქმით, ევროკავშირი ამისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენი პოლიტიკური კონფრონტაცია რუსეთთან ხანგრძლივი და რთული იქნება. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, რადგან რუსეთი დარწმუნებულია, რომ დასავლეთთან კონფრონტაცია არის უმოკლესი გზა, რათა გააძლიეროს თავისი ძალაუფლება. შეხედეთ პრეზიდენტ პუტინის ბოლო გამოსვლას და განსაკუთრებით, მისი სიტყვის იმ ნაწილს, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხება და დარწმუნდებით, რომ ეს ასეა. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ რუსეთს ვთხოვთ ადამიანების უფლებების დაცვას, მოსკოვში ამას აღიქვამენ ეგზისტენციურ საფრთხედ. მოსკოვში ვიზიტისას მე ვუთხარი მათ: „მაპატიეთ, მაგრამ თქვენ თავად მოაწერეთ ხელი ადამიანის უფლებათა კონვენციას, ასევე მოვიქეცით ჩვენც. შესაბამისად, ჩვენ პარტნიორები ვართ და ჩვენ გვაქვს უფლება, თვალი მივადევნოთ, თუ როგორ ასრულებს მოსკოვი ამ ვალდებულებას“. მაგრამ რუსეთში ამას საფრთხეს აღიქვამენ, რადგან ეს არის რეჟიმი, რომლის ეკონომიკაც სუსტია და პერსპექტივა არ არის კარგი. კლიმატის ცვლილებები კი ამ გამოწვევას კიდევ უფრო გაართულებს. დიახ, რუსეთს ჰყავს ძლიერი შეიარაღებული ძალები და ისინი მათ იყენებენ სირიაში, ლიბიაში, კავკასიაში, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა იტალიის ან თუნდაც ესპანეთის ეკონომიკას არ აღემატება“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.