ჟოზეფ ბორელი რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს 
ჟოზეფ ბორელი რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს 

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„უკრაინის საზღვართან არსებული მდგომარეობა, სამხედრო ძალების მობილიზება ძალიან შემაშფოთებელია. 150 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში ესკალაციის რისკი თვალსაჩინოა. მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და დაძაბულობის შემცირებისკენ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ და ერთხმად გამოხატეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

„ჩვენ გავაძლიერებთ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ევროკავშირი 23 აგვისტოს დაგეგმილ ყირიმის ფლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამავდროულად, ვამბობთ, რომ აუცილებელია პროგრესის მიღწევა რეფორმების კუთხით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.