ჟოზეფ ბორელი - რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა, აშკარად ამბობენ, რომ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ, თავი აარიდონ მას
ჟოზეფ ბორელი - რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა, აშკარად ამბობენ, რომ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ, თავი აარიდონ მას

რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა და ჩვენი გაყოფის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, რაც დამიჯერეთ, ყოველთვის ადვილი არ არის, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ბრიუსელის და მოსკოვის ურთიერთობები ისეთი რთულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ბორელის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობის პოლიტიკურმა მიზანმიმართულმა არჩევანმა ურთიერთობებში ნეგატიური სპირალი შექმნა, რუსეთის პროვოკაციული ქმედებების სია კი, გრძელია და აგრძელებს ესკალაციის დინამიკის კვებას.

„აშკარაა, რომ რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა. ისინი აშკარად ამბობენ, რომ მათ არ აინტერესებთ ევროკავშირი და ურჩევნიათ თავი აარიდონ მას. მათ სურთ პირდაპირ წევრ ქვეყნებთან საუბარი და არა ყველასთან ერთად. მხოლოდ მათთან, ვინც მნიშვნელოვანია. რუსეთს სურს ჩვენი გაყოფა და ჩვენი გაყოფის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, რაც დამიჯერეთ, ყოველთვის ადვილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი რჩება ჩვენ უმსხვილეს მეზობლად და ის რჩება მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშედ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი არ გაქრება. ის იქ იქნება და ეს არ შეიცვლება ერთ ღამეში. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ გზა, რომელიც გვეხმარება შევცვალოთ არსებული დინამიკა თანდათანობით, ნაკლებად კონფლიქტურ, უფრო პროგნოზირებად და სტაბილურ ურთიერთობებში. ეს არის დიპლომატიის საქმე, ეცადოს, იმუშაოს ნაკლებად კონფლიქტურ, უფრო პროგნოზირებად და სტაბილური ურთიერთობისათვის იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.