ჟოზეფ ბორელი - პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს, ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად
ჟოზეფ ბორელი - პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს, ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა, ყველ აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. ყველა პოლიტკურმა პარტიამ უნდა იპოვოს საერთო პოზიცია და წინსვლის გზა, მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ხელმძღვანელობა. მთავრობას და მმართველ პარტიას ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგელობა წინსვლის გზის პოვნაზე. პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.