ჟოზეფ ბორელი ხვალ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
ჟოზეფ ბორელი ხვალ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი 24 ივნისს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის შემდგომი გაღრმავებული თანამშრომლობის შესაძლებლობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩარჩოებში. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს დროით 11:10 საათზე ჟოზეფ ბორელი, დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო, მედიის ფიზიკური დასწრება შეზღუდული იქნება.