ჟოზეფ ბორელი - ირანის ბირთვული მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის
ჟოზეფ ბორელი - ირანის ბირთვული მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის

ირანის ბირთვული მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ევროპელი დიპლომატის თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისთვის.

ჟოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ვენაში შეუჩერებელ ფაზაში გადავა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ისრაელში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და თქვა, რომ მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ბორელის თქმით, ის, რაც აღმოსავლეთ იერუსალიმში ხდება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უკანონოა და ემსახურება მხოლოდ ადგილზე დაძაბულობის გაღვივებას.