ჟოზეფ ბორელი – ღრმა წუხილს გამოვთქვამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერებაზე აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, არ არსებობს ამ ნაბიჯის გამართლება
არ არსებობს ამ ნაბიჯის გამართლება, – ასე გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბორელი „ტვიტერში“ წერს.
„ღრმა წუხილს გამოვთქვამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერებაზე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო. არ არსებობს ამ ნაბიჯის გამართლება, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მათი მუშაობა პანდემიის შესაჩერებლად ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას, კრიზისის, რომელიც საზღვრებს არ ცნობს“, – წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეჩერდეს.
Deeply regret US decision to suspend funding to @WHO. There is no reason justifying this move at a moment when their efforts are needed more than ever to help contain & mitigate the #coronavirus pandemic. Only by joining forces we can overcome this crisis that knows no borders.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 15, 2020