ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირს უნდა ჰყავდეს სწრაფი რეაგირების ძალები, რათა სამომავლოდ კრიზისებისთვის უკეთ იყოს მომზადებული
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირს უნდა ჰყავდეს სწრაფი რეაგირების ძალები, რათა სამომავლოდ კრიზისებისთვის უკეთ იყოს მომზადებული

ევროკავშირს უნდა ჰყავდეს სწრაფი რეაგირების ძალები, რათა მომავალი  კრიზისებისთვის უკეთ იყოს მომზადებული. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ავღანეთში მიღებული გაკვეთილი. ევროპელებმა ვერ შევძელით 6 000 ჯარისკაცის გაგზავნა ქაბულის უსაფრთხოების დასაცავად. აშშ-მა შეძლო, ჩვენ ვერ შევძელით“, – განაცხადა ბორელმა

მისი თქმით, ევროკავშირს უნდა ჰყავდეს 5 000 ჯარიკსაცისგან შემდგარი ქვედანაყოფი, რათა უფრო სწრაფად შეძლოს მოქმედება.

როგორც „როიტერი“ წერს, მაისში ევროკავშირის 14 ქვეყანა, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სწრაფი რეაგირების ძალა, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოებს განსაკუთრებული საჭიროების დროს დაეხმარება.