ჟოზეფ ბორელი - დღეს მივიღებთ სანქციების ახალ პაკეტს ბელარუსის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში
ჟოზეფ ბორელი - დღეს მივიღებთ სანქციების ახალ პაკეტს ბელარუსის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში

დღეს მივიღებთ სანქციების ახალ პაკეტს ბელარუსის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„სანქციები ყოველთვის ეფექტიანია, რადგან ისინი ეხება ადამიანებს, მათ კეთილდღეობას და მათი გადაადგილების შესაძლებლობებს. დღეს ჩვენ მივიღებთ სანქციების ახალ პაკეტს ბელარუსის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში. ჩვენ გავაფართოვებთ ზომებს იმ ავიაკომპანიების, სამოგზაურო სააგენტოებისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან ჩვენ საზღვრებთან მიგრანტების არალეგალურ გადაყვანაში“, – განაცხადა ბორელმა.