ჯოზეფ ბორელი ბელარუს ხალხს მიმართავს - თქვენი მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ჩათრეულია აღმაშფოთებელ ომში მოძმე ერთან, მადლობა, რომ მდუმარედ არ უყურებთ ამ ტრაგედიას
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ბელარუსი ხალხისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ბორელი ბელარუს ხალხს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.
„ძვირფასო ბელარუსებო, მძიმე დროში ვცხოვრობთ და ამ მძიმე საათებში უკრაინაში, თქვენს მეზობელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დროს და როცა ბელარუსიდან, თქვენი მიწიდან მიფრინავს რაკეტები, თქვენ გითხრეს, რომ უნდა მისულიყავით რეფერენდუმზე და ეს ყველაფერი თქვენი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფონზე. ბელარუსის ათასობით მოქალაქე მხოლოდ იმიტომაა დაკავებული, რომ საკუთარი აზრი გამოთქვეს. ახლა თქვენი მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ჩათრეულია აღმაშფოთებელ ომში თქვენს მოძმე ერთან უკრაინაში. პრეზიდენტ პუტინის მიერ ძალის გამოყენების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ეს არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების მასშტაბური დარღვევაა, არამედ მთავარი პრინციპების დარღვევაცაა და სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ არის. არამედ ევროპისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოება. შესაძლოა, თქვენთვის რთულია გრძნობების გამოხატვა სრული რეპრესიების ფონზე, მე ეს მესმის, მაგრამ ასევე ვიცი, გაცილებთ რთულია დადუმება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. ასობით თქვენთაგანი დააკავეს კვირას, რუსეთის უკრაინაში ომის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის ჩატარების გამო და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მამაცობისთვის, იმისთვის, რომ არ უყურებთ ამ ტრაგედიას მდუმარედ და აგრძელებთ თქვენი მთავრობისთვის ამ ომის შეჩერების მოთხოვნას“, – აცხადებს ბორელი ვიდეომიმართვაში.