ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება
ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ოფისმა, ჟოზეფ ბორელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ბორელმა ლავროვთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებში. მისი ამოცანა იყო უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების ჩამოყალიბება. უთანხმოება რჩება, კერძოდ რუსეთის მეირ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გამო, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე და ასევე კიბერ, დეზინფორმაციისა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებზე“, – ნათქვამი პრესრელიზში.

ევროკავშირის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ავღანეთის, ლიბიის, მალის, ახლო აღმოსავლეთისა და ირანთან გაფორმებული „ბირთვული შეთანხმების“ საკითხები.

დატოვე კომენტარი