ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი სირიაში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

09:28, 28.05.2021

ევროკავშირი სირიაში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა.

„ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ბორელიმ
მისივე თქმით, ეს არჩევნები არაფერს მოუტანს სირიაში კონფლიქტის დარეგულირებას.

მანამდე, სირიაში გამართული არჩევნები გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა.

გავრცელებული ცნობით, სირიაში 26 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გაიმარჯვა. ოფიციალური ცნობით, მან ხმების 95,1%-ი მიიღო.

მსგავსი