ჟოზე მოურინიოს სანქციები ემუქრება
ჟოზე მოურინიოს სანქციები ემუქრება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის დასაჯოს.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც „მანჩესტერმა“ „ნიუკასლი“ 3-2 დაამარცხა, ერთ-ერთმა ტელეკამერამ მოედნიდან გასახდელისკენ მიმავალი ჟოზე მოურინიო დააფიქსირა, რომელმაც, სავარაუდოდ თავის მშობლიურ ენაზე, არც თუ სასიამოვნო სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა.

ახლა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადასაწყვეტია, რამდენად შეურაცხმყოფელი იყო ის ფრაზები, რომლებიც მოურინიომ წარმოთქვა.

2011 წელს, მსგავსი საქციელისთვის, ინგლისის უმაღლესმა საფეხბურთო ორგანომ უეინ რუნის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.