ინგლისში 2017-18 წლების სეზონის ბოლო ტიტულის მფლობელი გამოვლინდა. ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე ინგლისის თასის ფინალში “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” შეხვდნენ ერთმანეთს.
მინიმალური ანგარიშით – 1:0 “ჩელსიმ” მოიგო და ისტორიაში მერვედ დაეუფლა ქვეყნის თასს.
რეკორდსმენი ამ მაჩვენებლით “არსენალია” – 13 ტიტული. 12-ჯერ აქვს მოგებული თასი “მანჩესტერ იუნაიტედს”.
პირველი ტაიმში შუაში ფილ ჯონსმა საჯარიმოში წააქცია ედენ აზარი და მსაჯმა მაიკლ ოლივერმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც თავად აზარმა გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პირველად წააგო ინგლისის თასის ფინალი. მანამდე პორტუგალიელს ხუთი ტრიუმფი ჰქონდა.