გერმანული გაზეთის, Bild-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ბოლო პერიოდში რამდენიმე წინადადება უარყო სხვადასხვა კლუბისგან, რადგან დაინტერესებულია მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობით.
წყაროს ცნობით, მოურინიოს გერმანული გრანდი მომხიბვლელ ადგილად მიაჩნია სამწვრთნელო კარიერის გასაგრძელებლად. ამასთან, იტყობინებიან, რომ თავად „ბაიერნი“, სავარაუდოდ, არ განიხილავს პორტუგალიელის დანიშვნის ვარიანტს მისი დაცვითი სტილის გამო.
ჟოზე მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი „რომა“ იყო, რომელიც 2024 წლის იანვარში დატოვა.