„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვონ, – წერს გაზეთი La Reppublica.
წყაროს ცნობით, „რომას“ მფლობელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გუნდმა წააგო „ლაციოსთან“ იტალიის თასის მეოთხედფინალი. იტყობინებიან, რომ ამ წაგებაზე მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მოურინიოს ეკისრება. „რომას“ ხელმძღვანელობას არ მოსწონს გუნდის შედეგები, ასევე ის, რომ მწვრთნელის მხრიდან არ არის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის მოთხოვნები.
ამ ფაქტორების გამო დღეს მოურინიო გათავისუფლების საფრთხის წინაშეა. მოლოდინი, რომელიც სეზონის სტარტზე არსებობდა, არ მართლდება. ხელმძღვანელობის აზრით, ინვესტიციები, რომლებიც გუნდში ჩაიდო, სასურველ შედეგებს არ იძლევა.
აღნიშნავენ, რომ ახლა ყოველი მატჩი მოურინიოსთვის გამოცდასავით იქნება.