ჟოზე მოურინიო 2024 წლის ზაფხულში, შესაძლოა, „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, – წერს გამოცემა teamTalk-ი.
ამ მომენტში გუნდმა ბოლო ცხრა მატჩიდან შვიდი წააგო და უკვე 11 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას. „ნიუკასლს“ ტრავმებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჰაუზე მაინც სერიოზული ზეწოლაა.
ინგლისელმა სპეციალისტმა შეიძლება დაკარგოს პოსტი სეზონის მსვლელობისას ან დასრულების შემდეგ და მისი შემცვლელი, შესაძლოა, სწორედ ჟოზე მოურინიო გახდეს, რომლის კონტრაქტი „რომასთან“ ასევე ზაფხულში იწურება.
ინგლისელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ პორტუგალიელისთვის „ნიუკასლში“ დანიშვნა სასურველი ვარიანტი იქნება, რადგან ეს იყო მისი მასწავლებლის, სერ ბობი რობსონის ბოლო სამუშაო ადგილი.